Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 19/12/2025 - 02/01/2026

შპს „ჯიაიჯი ჰოლდინგი“ აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.


პოზიციის მიზანი: კომპანიის სტრუქტურული ერთეულებისთვის მომგებიანი ადგილობრივი ბიზნეს-გარიგებების მოძიება და მიმწოდებლებთან თანამშრომლობითი ურთიერთობის ჩამოყალიბება.

ძირითადი მოვალეობები:

სხვადასხვა მასალებისა და მომსახურების შესყიდვების დაგეგმვა და მართვა;

ახალი მომწოდებლების მოძიება, არსებულ მომწოდებლებთან ურთიერთობის გაღრმავება;

მოლაპარაკებების წარმოება ფასებზე, მიწოდებისა და გადახდის პირობებზე და ა.შ.

მოლაპარაკებების წარმოება მომწოდებლებისგან საუკეთესო ფასის, პროდუქტებისა და სათანამშრომლო პირობების მისაღებად;

შესაბამისი დოკუმენტაციის კონტროლი;

ბაზრის მონიტორინგი და მუდმივი ფასთა კვლევა;

მიღებული მოთხოვნების დამუშავება (ტექნიკური და ა.შ. სპეციფიკაციების დაზუსტება დამკვეთებთან და მომწოდებლებთან);

ტენდერების დაგეგმვა და გამოცხადება, სატენდერო წინადადებების მონიტორინგი;

პროექტების ფარგლებში მუდმივი და მჭიდრო თანამშრომლობა უშუალო პროექტის მენეჯერთან და ნებისმიერ დამკვეთ დეპარტამენტთან;

შესყიდვასთან დაკავშირებული საქმიანობის და დოკუმენტაციის წარმოება კომპანიის შესყიდვების პროცედურების შესაბამისად;


მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;

შესყიდვების სპეციალისტად (სამშენებლო მიმართულებით) მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;

სამშენებლო მასალებისა და სამშენებლო ბაზრის ცოდნა;

კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.


პიროვნული უნარები:

ინიციატივის გამოჩენის უნარი;

პრობლემური საკითხების სწრაფად გადაჭრის უნარი;

სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი;

ანალიტიკური აზროვნება;

ორგანიზებულობა, დროის ეფექტურად მართვის უნარი.



სამუშაო პირობები და ბენეფიტები:

სამუშაო განრიგი: ორშაბათი - პარასკევი, 09:30-18:30, ერთ საათიანი შესვენება;

მდებარეობს: თბილისი, ალ.ყაზბეგის გამზ. 2ა / პეკინის გამზ. 34;

ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, მობილურის ლიმიტი, Snap Fitness აბონიმენტი.



გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე/CV შესაძლოა შეიცავდეს თქვენს პერსონალურ მონაცემებს. აღნიშნული დოკუმენტის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, შპს „ჯიაიჯი ჰოლდინგის“ (ს/კ: 404927610) (შემდგომში „კომპანია“) მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე გამოცხადებულ ვაკანსიასთან ან/და სამომავლო ვაკანსიებთან თქვენი შესაბამისობის დადგენის მიზნით არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადისა;

გაცნობებთ, რომ თქვენ სარგებლობთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებებით, მათ შორის და არა მხოლოდ, მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, წაშლის, განადგურების ან/და მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნის უფლებებით; ამისთვის უნდა დაგვიკავშირდეთ კომპანიის ცხელ ხაზზე.

კომპანია აცხადებს, რომ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.

გისურვებთ წარმატებას!

 

>> სარეგისტრაციო ბმული <<